ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება პრეზიდენტის ოჯახის წევრზე განხორციელებელი ძალადობის გამო

26 ივლისი 2016

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრზე განხორციელებული ძალადობის გამო, რაც იმის მანიშნებელია, რომ დაიწყება ყველა იმ პირის და ოჯახის წევრის დევნა ვისაც „შუშის სასახლის მბრძანებელი“ ივანიშვილი ცუდი თვალით უყურებს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და უკვე საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილის „ფეოდალური ხელისუფლების“ ძალადობის მსხვერპლი ხდება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რამოდენიმე თვეა ვიბრძვი, რომ პირი, რომელმაც ადვოკატი გიორგი მდინარაძე უკანონოდ დააკავა (რომელმაც არასრულწლოვნისთვის მიცემული კონსულტაციის გამო, ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ბორკილები დაადო), დღეის მდგომარეობით არ უნდა მუშაობდეს პოლიციაში და უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ კონვენციის მესამე მუხლის (წამება, არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა) დარღვევაში დადანაშაულებელი საქართველოს სახელმწიფო რევაზ დვალიშვილის წამების გამო, ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება და რევაზ დვალიშვილის სავარაუდო მწამებელი რევაზ ქობულია დაესვა საბრალდებო სკამზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილის პრემიერმინსტრობის დროს წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნა, რაც არ გაუკეთებია საქართველოს არცერთ ხელისუფლებას. რევაზ ქობულიას თავგამოდებული დაცვა ივანიშვილის ხელისუფლებამ დაუფასა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ თალაკვაძეს, რომელიც წინასაარჩევნოდ, ,,ქართული ოცნების“ ახალი სახეების პრეზენტაციის დროს, ახალ სახედ მოგვევლინა. ვაფრთხილებდი საქართველოს მოსახლეობას, ივანიშვილის ხელისუფლება მხოლოდ ადვოკატების დევნაზე არ შეჩერდებოდა და შედეგი სახეზეა, აშანტაჟებენ საქართველოს პირველი პირის ოჯახის წევრს, რაც ანომალიური მოვლენაა და მიზნად ისახავს არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობაში შიშის სინდრომის დათესვას. ივანიშვილმა შეინარჩუნა მურუსიძეების სასამართლო და ჭკუა დაგვარიგა, რომ თავი დავანებოთ მურუსიძეებს, პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობივ ქმედებებზე ეფექტური გამოძიება არ ტარდება, კაბელების საქმეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო უდანაშაულო სამხედროები იხდიან სასჯელს და ა.შ. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ნათელია, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართეაბაში ღია აგრესიაზე გადავიდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. ჩემი აზრით, ხელისუფლება არჩევნების წინ ცდილობს მოსახლეობაში შიში დათესოს, რაც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას და სააკაშვილის რეჟიმის პირველი პირების ბედს გაიზიარებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი